დაგეგმარება წარმოება


წარმოების იდეისა და გეგმის ავტორი : სენა ავტო ჯგუფი
ქვეყანა : საქართველო

  • პროექტის მიზანი: ელექტრო ავტომობილებისა და ავტობუსების წარმოება სხვადასხვა ქვეყანაში და შესაბამისობის მიხედვით საქართველოში, ამოცანა: ეკოლოგიისა და ეკონომიურობის შეტანა სამთავრობო და კერძო სტრუქტურებში. ქალაქების და კომპანიების ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადაყვანა
  • ელექტრო ტრანსპოერტის დამტენი აპარატურის წარმოება და ინფრასტრუქტურის გამართვა – მონტაჟი
  • კომპანიის ისტორია იწყება 2006 წელს როცა  გაა ჰოლდინგს შეემატა ახალი მიმართულების განვითარებისათვის ,, სენა ავტო ჯგუფი“   უკვე 2007 წლიდან  წარმატებით დაიწყო ავტო ბიზნესი და  ახალი პროექტები,  როგორიცაა მიცუბიში მოტორსი, სუზუკი,  სუბარუ…  ყველა ეს ბრენდი პირველად შემოვიდა საქართველოს ბაზარზე.
  • სენა ავტო ჯგუფი ამ წლების განმავლობაში გაიზარდა და დღეს დისტრიბუტორია  ისეთი საავტომობილო ბრენდების, როგორიცაა: HONDA,  JAC Motors,  SUBARU,  CMC – Mitsubishi, SENA/CHERY,  KGM
  • 2016 წლიდან, ელეტქრო ტრანსპორტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სენა ავტო ჯგუფმა დაიწყო საკუთარი ბრენდის ქვეშ ელექტრო ავტომობილების ხაზის განვითარება,   სხვადასხვა საერთაშორისო ავტომწარმოებელთან კოლაბორაციით და მათ ბაზაზე, ჩვენი შეკვეთით, კონფიგურაციით და მარკეტინგული მონაწილეობით,  უკვე ვაწარმოეთ 2 მოდელი, ელექტრო სედანი SENA E400 და ელექტრო სატვირთო და სამგზავრო მინივენები SENA EV300.

შეგვიძლია ვაწარმოოთ ელექტრო ავტობუსები, მხოლოდ შეკვეთების მიხედვით, როგორც საქალაქო ასევე საქალაქთაშორისო. ასეთი პირველი შეკვეთა იყო, როცა 2024 წელს ევრო კავშირის საგრანტო პროექტის ფარგლებში მოვიგეთ ტენდერი 10 ელექტრო საქალაქო ავტობუსის მიწოდებაზე სომხეთის რესპუბლიკაში. ვინაიდან ვადები იყო შეზღუდული, დავიწყეთ საქალაქო ელექტრო ავტობუსების დამზადებისათვის მუშაობა. რათა შეგვეძინა სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისი ძარა, ძრავი და მთავარი ბატარია , დანარჩენი საჭირო ავტონაწილები მოგვეძიებინა საქართველოში და თურქეთში და დაგვეწყო მისი წარმოება .



ყველა ქვეყანაში ასეთი პროექტები ხორციელდება შერეული საწარმოო პროცესებით, ჩვენც გამოვიყენეთ ეს მეთოდი, იმპორტირებული აგრეგატების და ადგილობრივი წარმოების მიქსით, ახალი სახელით მოვახდინეთ საქალაქო ელექტრო ავტობუსების საპილოტე წარმოება და აწყობა. ვიქირავეთ საწარმოო ფართი სპეციალურად ამ პროეტისათვის, 5 თვეში შევასრულეთ შეკვეთა და ავტობუსები გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის 2 ქალაქის მერიას.


LA83R1FT0RA500450
LA83R1FT1RA500456
LA83R1FT2RA500448
LA83R1FT2RA500451
LA83R1FT4RA500449
LA83R1FT4RA500452
LA83R1FT6RA500453
LA83R1FT8RA500454


შესაბამისი ნომერ პლეიტებით და ვინ კოდებით.
ვინ კოდები / VIN CODE:
LA83R1FT0RA500450 / LA83R1FT1RA500456 / LA83R1FT2RA500448
LA83R1FT2RA500451 / LA83R1FT4RA500449 / LA83R1FT4RA500452
LA83R1FT6RA500453 / LA83R1FT8RA500454 / LA83R1FTXRA500455
LA83R1FT0RA500447

აგრეთვე დავამზადებინეთ სპეციალურად ამ პროექტისათვის 120 კილოვატიანი სწრაფი დამტენები და ესენიც ავტობუსებთან ერთად მივაწოდეთ ექსპორტზე სომხეთის რესპუბლიკაში დამკვეთებს.

LA83R1FTXRA500455

სენა ავტო ჯგუფი – არის პირველი კომპანია რომელმაც მოახერხა ასეთი პროექტის წარმატებით შესრულება და მიიღო პირველი სერთიფიკატი ,,დამზადებულია საქართველოში„ რის მიხედვითაც უკვე შესაძლებელია სხვადასხვა სახის საავტომობილო წარმოება დაასტაბილუროს საქართველოში.
დარწმუნებული ვართ ჩვენი ეს ძალიხმევა მომავლის საქმეა ეკოლოგიისათვის, ქვეყნის შიდა წარმოებისათვის და ექსპორტის გაზრდისათვის რეგიონში.

WhatsApp Chat