ისტორია იწყება 2006 წელს როცა გაა ჰოლდინგის კომპანიებს შეემატა ახალი მიმართულების კომპანია სენა ავტო. უკვე შემდეგი წლიდან წარმატებით დაიწყო ავტო ბიზნესის განვითარება და პირველად ოფიციალურად შემოიყვანა მიცუბიში მოტორსი, სუზუკი, სუბარუ, ჰონდა… ბიზნეს მოდელი ძირითადად იაპონურ ბრენდებზე იყო ორიენტირებული.
შემდეგ წლებში განვითარებული კრიზისების გამო სენა ავტოს მენეჯმენტს მოუწია ცვლილებების განხორციელება. შეიცვალა სტრატეგია და 2011 წლიდან ჩინურ ავტო მწარმოებლებთან დაიწყო კონტაქტები და გაყიდვები. შესაბამისად იყიდებოდა გრეით ვოლის სამგზავრო ავტომობილები და ჯაკ მოტორსის სატვირთო ავტომობილები .
სენა ავტო ჯგუფი 2022 წლიდან ოფიციალურად და სტაბილურად ყიდის და სერვისს უწევს შემდეგ საავტომობილო ბრენდების:
Honda, JAC Motors, CMC – Mitsubishi, SENA E400.
15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენა ავტოს მენეჯმენტმა დაამზადებინა და შექმნა საკუთარი ეკოლოგიური ბრენდი სახელით ‘’სენა’’ . რაშიც გვერდში გვიდგანან საავტომობილო გიგანტი ჩერი და სინო გოლდი.
ამ კოლაბორაციით, სპეციალურად ჩვენი რეგიონისათვის შექმნილია ელექტრო სედანი : SENA E400 და მინი სატვირთო SENA EV300 ეს მოდელები უკვე გაყიდვაშია და დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ოჯახის მეორე ავტომობილი, კორპორატიული და ტაქსების მიმართულებით.
SENA E400 და SENA EV300 ელექტრო ავტომობილები
მასიურად გაიყიდება კავკასიის ქვეყნებში, უკვე 2024 წლიდან. ეს პირველი გამოცდილებაა ისეთი ელექტრომობილის შექმნისათვის, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის და გახდეს სახალხო ავტომობილი. ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებას. ამაში სენა ავტო ჯგუფი პიონერია და მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს ამ საქმეში. ჩვენ მომხმარებლებს ავტომობილთან ერთად ვეხმარებით დატენვის ინფრასტრუქტურის მოწობაში.
სენა ავტო ჯგუფი ბაზარზე წარმოადგენს რამდენიმე მიმართულების საავტომობილო ხაზს:
სამგზავრო ავტომობილების, სატვირთო და სპეციალური ავტომობილების სრული ხაზით. წარმოდგენილია ელექტრომობილების სრული ხაზი, როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო და ავტობუსების მიმართულებით .
სენა ავტო გთავაზობთ ავტომობილის შეძენის მოქნილ ფინანსურ სქემას:
ფინანსურ ან საოპერაციაო ლიზინგს, შიდა განვადებას და პირდაპირ შესყიდვებს.
ჩვენთან ავტომობილები იყიდება მხოლოდ ქარხნული გარანტიით და ყველა ჩვენი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორები ვართ.
2024 წელს ჩვენ შევასრულეთ ეკოლოგიური პროექტი, 10 ელექტრო ავტობუსი დამზადდა და აეწყო საქართველოში, პირველებმა მივიღეთ სერთიფიკატი : დამზადებულია საქართველოში და შპს სენა მოტორსი გახდა პირველი ავტო მწარმოებელი საქართველოში.
ეს ელექტრო ავტობუსები გავიდა ექსპორტზე , რაც აგრეთვე დიდი მიღწევა და წარმატებაა, როგორც ქვეყნისთვის ასევე ჩვენი ჯგუფისთვის .
www.senaautogroup.com
www.gaaholding.com