ისტორია იწყება 2006 წელს როცა  გაა ჰოლდინგის  კომპანიებს შეემატა ახალი მიმართულების კომპანია სენა ავტო .

უკვე შემდეგი წლიდან  წარმატებით დაიწყო ავტო ბიზნესის განვითარება და პირველად ოფიციალურად შემოიყვანა  მიცუბიში მოტორსი , სუზუკი ,  სუბარუ , ჰონდა …ბიზნეს მოდელი ძირითადად იაპონურ ბრენდებზე იყო ორიენტირებული.

შემდეგ წლებში განვითარებული კრიზისების გამო სენა ავტოს მენეჯმენტს მოუწია ცვლილებების განხორციელება. შეიცვალა სტრატეგია და 2011 წლიდან ჩინურ ავტო მწარმოებლებთან დაიწყო კონტაქტები და გაყიდვები. შესაბამისად იყიდებოდა გრეით ვოლის სამგზავრო ავტომობილები და ჯაკ მოტორსის სატვირთო ავტომობილები .

სენა ავტო ჯგუფი 2022 წლიდან ოფიციალურად და  სტაბილურად ყიდის და სერვისს უწევს შემდეგ  საავტომობილო ბრენდების:

Honda,   JAC Motors,  CMC – Mitsubishi , SENA  E400.

15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენა ავტოს მენეჯმენტმა  დაამზადებინა და შექმნა  საკუთარი ეკოლოგიური ბრენდი სახელით ‘’სენა’’ .  რაშიც გვერდში გვიდგანან საავტომობილო გიგანტი ჩერი და სინო გოლდი .
ამ კოლაბორაციით , სპეციალურად ჩვენი რეგიონისათვის შექმნილია ელექტრო სედანი : SENA  E400 და მინი სატვირთო SENA  EV300  ეს მოდელები უკვე გაყიდვაშია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ,  როგორც ოჯახის მეორე ავტომობილი, კორპორატიული და  ტაქსების მიმართულებით .

SENA  E400 და SENA EV300  ელექტრო ავტომობილები

მასიურად გაიყიდება კავკასიის ქვეყნებში , უკვე 2024 წლიდან.  ეს პირველი გამოცდილებაა ისეთი ელექტრომობილის შექმნისათვის, რომ ის  ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის და გახდეს სახალხო ავტომობილი .  ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებას. ამაში სენა ავტო ჯგუფი პიონერია და   მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს ამ საქმეში.  ჩვენ მომხმარებლებს ავტომობილთან ერთად ვეხმარებით დატენვის ინფრასტრუქტურის მოწობაში.

სენა ავტო ჯგუფი ბაზარზე წარმოადგენს რამდენიმე მიმართულების საავტომობილო ხაზს:

სამგზავრო ავტომობილების , სატვირთო და სპეციალური ავტომობილების სრული ხაზით .  წარმოდგენილია ელექტრომობილების სრული ხაზი , როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო და ავტობუსების მიმართულებით .

სენა ავტო გთავაზობთ ავტომობილის შეძენის მოქნილ ფინანსურ სქემას:

ფინანსურ ან  საოპერაციაო ლიზინგს,  შიდა განვადებას და პირდაპირ შესყიდვებს.

ჩვენთან ავტომობილები იყიდება მხოლოდ ქარხნული გარანტიით და ყველა ჩვენი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორები ვართ.

2024 წელს ჩვენ შევასრულეთ ეკოლოგიური პროექტი , 10 ელექტრო ავტობუსი დამზადდა და აეწყო საქართველოში , პირველებმა მივიღეთ სერთიფიკატი : დამზადებულია საქართველოში და შპს სენა მოტორსი გახდა პირველი ავტო მწარმოებელი საქართველოში .

ეს ელექტრო ავტობუსები გავიდა ექსპორტზე , რაც აგრეთვე დიდი მიღწევა და წარმატებაა , როგორც ქვეყნისთვის ასევე ჩვენი ჯგუფისთვის .

www.senaautogroup.com
www.gaaholding.com

#

სერვის ცენტრი

სამგზავრო და სატვირთო ავტომობილების მომსახურებების სერთიფიცირებული სერვის ცენტრი

სრულად

კონტაქტი

სენა ავტო ჯგუფის საინფორმაციო სამსახური

+995 32 255 10 50

კომერციული და გაყიდვების სამსახური

+995 577 21 15 10
+995 577 21 15 15

სატვირთო სერვისის და ნაწილების დეპარტამენტი

+995 32 255 47 47

სამგზავრო სერვისის და ნაწილების დეპარტემენტი

+995 32 255 57 57